Accentnews.ge
რუსეთში თურქი ჟურნალისტები დააკავეს

რუსეთში თურქი ჟურნალისტები დააკავეს

22/12/2021 10:25:48 მსოფლიო

თურქული საინფორმაციო სააგენტო GZT-ის ორი ჟურნალისტი რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს,– იუწყება თურქული გამოცემა trtworld.

ირკვევა, რომ დაკავება ხაკასეთში, ეთნიკურად თურქების ცხოვრებისა და კულტურის თაობაზე დოკუმენტური ფილმის გადაღებისას მოხდა.

რუსული მედია ირწმუნება, რომ ჟურნალისტები აწარმოებდნენ ანტირუსულ პროპაგანდას, ჯაშუშობდნენ და ცდილობდნენ ჩვენებას, რომ თურქი ხალხი რუსული მართვის ქვეშ მძიმე პირობებში ცხოვრობს.

არსებული ცნობებით, ნაზგულ ქენჟეთაი და ემინ ქარაჩაქი რეპატრიაციის ცენტრში გადაიყვანეს და სავარაუდოდ, მათი დეპორტაცია განხორციელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S