Accentnews.ge
გერმანიის კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტთან "დეესკალაციის გადაუდებელ აუცილებლობაზე" გაამახვილა ყურადღება

გერმანიის კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტთან "დეესკალაციის გადაუდებელ აუცილებლობაზე" გაამახვილა ყურადღება

22/12/2021 09:04:06 მსოფლიო

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

როგორც კანცლერის ოფისში აცხადებენ, ორ ლიდერს შორის საუბრის მთავარი თემა რუსეთ–უკრაინის საზღვართან რუსული ძალების თავმოყრა იყო.

"ორმა ლიდერმა უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო წარმოდგენილობის გაძლიერებაზე ისაუბრეს. შოლცმა გამოთქვა შეშფოთება რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის გამო და დეესკალაციის გადაუდებელ აუცილებლობაზე გაამახვილ ყურადღება", – ნათქვამია გერმანიის კანცლერის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თავის მხრივ, პუტინისა და შოლცის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია კრემლმაც გაავრცელა.

"პუტინმა შოლცს მოუწოდა, დაიწყონ სერიოზული მოლაპარაკებები იმ წინადადებებზე, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ისა და ნატო–ს მიმართ წარადგინა. მან იმედი გამოთქვა, რომ ყველა ჩამოთვლილ მოთხოვნაზე სერიოზული მოლაპარაკებები გაიმართება", – ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განიხილეს თუ არა ორმა ლიდერმა გერმანელი და რუსი დიპლომატების გაძევების საკითხი, რომელიც საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გამოტანილ განაჩენს მოჰყვა, უცნობია.

უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში დასავლეთი რუსეთს მკაცრი ეკონომიკური ზომებით ემუქრება. დასავლეთში აცხადებენ, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარები შეიძლება, იანვრის ბოლოს შეიჭრნენ. კიევი მოსკოვს ბრალს სდებს უკრაინის საზღვრებთან რუსეთის 90 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურის თავმოყრაში. კრემლი ბრალდებებს უარყოფს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S