
1 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები გამოცხადდა
22/12/2021 08:43:56 საზოგადოება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 1 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები გამოცხადდა.
ამასთან, საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის თქმით, კერძო სექტორს შეუძლია, თავად მიიღოს გადაწყვეტილება და იგივენაირად უქმედ გამოაცხადოს პირველიდან 10 იანვრამდე პერიოდი.
„სკოლებში არის არდადეგები 29 დეკემბრიდან 17 იანვრის ჩათვლით და ამასთან დაკავშირებით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უქმე დღეებად გამოცხადდეს პირველი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი. ეს ეხება საჯარო დაწესებულებებს. კერძო სექტორს შეუძლია, თავისით მიიღოს გადაწყვეტილება და იგივენაირად უქმედ გამოაცხადოს პირველიდან 10 იანვრამდე პერიოდი. სხვა დამატებითი შეზღუდვა დაწესებული ამ მომენტისთვის არ არის და საბჭოს სხდომაზე არც შემსუბუქებების შესახებ გადაწყვეტილება არ ყოფილა“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.