
რა ეღირება და როდიდან ამოქმედდება თბილისში სააბონენტო ბარათი
22/12/2021 07:41:57 საზოგადოება
პირველი თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სააბონენტო სისტემა ამოქმედდება, ხოლო 5 იანვრიდან დაიწყება აბონიმენტების გაყიდვა მეტროს სალაროებსა და "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალებში,– ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
"შემოგვაქვს სააბონიმენტო, ულიმიტო სისტემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერი დაინერგება პირველი თებერვლიდან. მანამდე მეტროს, მიკროავტობუსისა და ავტობუსის მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, შეიძინონ აბონიმენტები. 5 იანვრიდან დაიწყება აბონიმენტების გაყიდვა მეტროს სალაროებსა და საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალებში", - განაცხადა კახა კალაძემ.
რა ეღირება ბარათი:
- ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი -1 ლარი;
- ულიმიტო 1-დღიანი ბარათი - 3 ლარი;
- ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი - 20 ლარი;
- ულიმიტო 1-თვიანი - 40 ლარი;
- ულიმიტო 3-თვიანი ბარათი - 100 ლარი;
- ულიმიტო 6-თვიანი ბარათი - 150 ლარი;
- ერთწლიანი ბარათი - 250 ლარი.
გადახდის არსებული სისტემა ძალაში დარჩება და ახალი აბონიმენტების აღება ნებაყოფლობითი იქნება.
უფასოდ მგზავრობა შეეძლებათ:
- თბილისში რეგისტრირებულ უსინათლო პირებს, მათ თანმხლებ და გამცილებელ პირებს,
- მოსწავლეებს,
- უბნის ინსპექტორებს,
- თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლებს,
- თბილისში რეგისტრირებულ ვეტერანებს.
შეღავათიან ფასებში – 20 თეთრად იმგზავრებენ:
- თბილისში განთავსებული უნივერსიტეტების სტუდენტები,
- პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები და თანამშრომლები,
- პენსიონრები,
- თბილისის პოლიკლინიკებში დასაქმებული უბნის ექიმები,
- პედიატრები და ოჯახის ექიმები.