
თბილისი და ორი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
22/12/2021 07:18:47 საზოგადოება
ბოლო 24 საატში საქართველოში გამოვლენილი კოვიდ–ინფიცირების 2 739 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი დედაქალაქსა და ორ რეგიონზე მოდის. კერძოდ:
- თბილისში გამოვლენილია 1 246 შემთხვევა,
- აჭარა – 204,
- იმერეთი – 437,
- ქვემო ქართლი – 120,
- შიდა ქართლი – 174,
- გურია – 99,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 184,
- კახეთი -147,
- მცხეთა-მთიანეთი -66,
- სამცხე-ჯავახეთი – 50,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -12.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 33 819 საიდანაც: 5 488 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 237, აჭარაში – 544, იმერეთში – 1 105. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 350 პირი, მათ შორის, თბილისში – 555, აჭარაში – 129, იმერეთში – 398. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 313 პირი, მათგან თბილისში – 169, აჭარაში – 33, იმერეთში – 35. 1 001 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 629 – თბილისში, 247- აჭარაში. 27 330 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 34, ხოლო აჭარაში – 1.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 21 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 298 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 34 430 ადამიანი.