
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევებმა მცირედით იკლო
22/12/2021 06:41:48 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 2 739 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 52 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 072 პირი.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 45 153 ტესტი ჩატარდა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიურია- 6,07%, ბოლო 14 დღის - 6,58%, ბოლო 7 დღის - 6,19%.
ბოლო 24 საათში 13 878 აცრა ჩატარდა.
21 დეკემბერს კოვიდ–ინფიცირების 3 282 შემთხვევა გამოვლინდა, 53 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 3 263 პირი.