WHO: კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების მაჩვენებლებში კლებაა
22/12/2021 06:35:51 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ერთ კვირაში(13-19 დეკემბერი) მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 4 177 622 შემთხვევა აღირიცხა, რაც წინა კვირასთან შედარებით 2%-ით ნაკლებია.
კვირის განმავლობაში, მსოფლიოში COVID-19-ით გარდაიცვალა 44 616 ადამიანი. წინა, 7-დღიან პერიოდთან შედარებით, ლეტალობის მაჩვენებელი 9%-ითაა შემცირებული.
WHO-ს თანახმად, მსოფლიოს რეგიონების მიხედვით, გარდაცვალების შემთხვევები შემცირდა ყველგან, გარდა აფრიკისა, სადაც 15%-იანი მატება იყო.
გასულ ერთ კვირაში, წინა შვიდ დღესთან შედარებით, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი შემცირებული იყო მსოფლიოს ყველა რეგიონში, აფრიკის(+53%) და წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილის(+12%) გარდა.
21 დეკემბრის მდგომარეობით, კორონავირუსის ახალი სახეობით, „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევები დადასტურებული იყო მსოფლიოს 106 ქვეყანაში.


