Accentnews.ge
რამაზ გერლიანი იპოვეს

რამაზ გერლიანი იპოვეს

22/12/2021 05:59:44 საზოგადოება

ეკონომისტი რამაზ გერლიანი იპოვეს. ის საგამოძიებო უწყებაში უკვე გამოკითხეს.

გამოკითხვის დასრულების შემდეგ მან მედიასთან განაცხადა, რომ ამ სამი დღის განმავლობაში სურამის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

"სურამში და ძირითადად სურამის ტყის მიმართულებით ვმოძრაობდი. მივეცი უკვე განმარტება და მანამდეც დავწერე, პოლიციელის მხრიდან ჩემ მიმართ უღირსი ქმედება იყო მიზეზი გაუჩინარების, რაც დროთა განმავლობაში დაგროვდა და მივედი ამ გადაწყვეტილებამდე",- თქვა გერლიანმა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ რატომ იყო ამ დღეების განმავლობაში წასული, გერლიანმა ასე უპასუხა:

"სიკვდილთან შეხვედრა... პოლიციამ მომისწრო".

რამაზ გერლიანის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 20 დეკემბერს, დილით შეატყობინა. ერთი დღით ადრე გერლიანმა "ფეისბუკში" გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც საუბარი იყო კონკრეტული პოლიციელის მონაწილეობით მასზე ზეწოლის და საგამოძიებო უწყებების უმოქმედობის შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S