Accentnews.ge
ევროკავშირმა სრულად ვაქცინირებულ პირებს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში მოგზაურობისთვის შეზღუდვა დაუწესა

ევროკავშირმა სრულად ვაქცინირებულ პირებს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში მოგზაურობისთვის შეზღუდვა დაუწესა

21/12/2021 14:25:48 მსოფლიო

ევროკავშირმა სრულად ვაქცინირებულ პირებს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში მოგზაურობისთვის შეზღუდვა დაუწესა. კერძოდ, ევროკომისიის მიერ დამტკიცდა ახალი წესი, რომლის მიხედვით, ციფრული კოვიდ–სერტიფიკატის მოქმედების ვადად 9 თვე (270 დღე) განისაზღვრა.

მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე მოგზაურობის უფლება სრულად ვაქცინირებიდან მხოლოდ 9 თვის განმავლობაში ექნებათ. ხოლო ამ ვადის ამწურვის შემდეგ მათ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში მოგზაურობისთვის ე.წ. ბუსტერ დოზა დასჭირდებათ.

ახალი წესები ევროკავშირის 27 ქვეყანაში 2022 წლის პირველი თებერვლიდან შევა ძალაში. ევროკომისიის მიერ მიღებული რეგულაცია ვრცელდება მხოლოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობისთვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S