"რუსეთთან დიალოგში პროგრესი შეიძლება, მხოლოდ დეესკალაციის პირობებში იქნას მიღწეული"
21/12/2021 09:04:35 მსოფლიო
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ "რუსეთთან დიალოგში პროგრესი შეიძლება, მხოლოდ დეესკალაციის პირობებში იქნას მიღწეული". ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც თეთრმა სახლმა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანისა და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვის სატელეფონო საუბრის შედეგ გაავრცელა.
„აშშ მზად არის, აწარმოოს დიპლომატიური საუბრები რუსეთთან სხვადასხვა არხებით, მათ შორის – ორმხრივი ჩართულობით, ნატო-რუსეთის კომისიისა და ეუთო-ს ფარგლებში. სალივანმა მკაფიოდ განმარტა, რომ ნებისმიერი დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს ორმხრივ ინტერესებს და ითვალისწინებდეს ჩვენს შეშფოთებას რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით. დიალოგი ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სრულ კოორდინაციაში უნდა წარიმართოს. მან ასევე აღნიშნა, რომ არსებითი პროგრესი შეიძლება, მხოლოდ დეესკალაციის პირობებში იქნას მიღწეული", – ნათქვამია განცხადებაში.


