Accentnews.ge
თბილისი და 4 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და 4 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

21/12/2021 06:57:46 საზოგადოება

საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების 3 282 შემთხვევა გამოვლინდა, 53 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 3 263 პირი.

  • ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 49 347 კვლევა ტესტით, მათ შორის 34 387 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 960 PCR ტესტით.
  • დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.65%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.71% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.24%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 282 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 378 შემთხვევა,
  • აჭარა - 272,
  • იმერეთი - 532,
  • ქვემო ქართლი - 121,
  • შიდა ქართლი - 256,
  • გურია - 122,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 252,
  • კახეთი -162,
  • მცხეთა-მთიანეთი -76,
  • სამცხე-ჯავახეთი - 73,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -38.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 34 204 საიდანაც: 5 626 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 302, აჭარაში - 531, იმერეთში - 1 123. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 380 პირი, მათ შორის, თბილისში - 566, აჭარაში - 126, იმერეთში - 408. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 318 პირი, მათგან თბილისში - 171, აჭარაში - 32, იმერეთში - 33. 1 021 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 648 - თბილისში, 251 - აჭარაში. 27 557 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 1.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 20 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 699 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S