
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 3 282 შემთხვევა გამოვლინდა, 53 ადამიანი გარდაიცვალა
21/12/2021 06:51:47 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების 3 282 შემთხვევა გამოვლინდა, 53 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 3 263 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 49 347 კვლევა ტესტით, მათ შორის 34 387 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 960 PCR ტესტით.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.65%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.71% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.24%.