Accentnews.ge
გერმანია კერძო შეკრებებზე 10-ზე მეტი პირის თავშეყრის აკრძალვას გეგმავს

გერმანია კერძო შეკრებებზე 10-ზე მეტი პირის თავშეყრის აკრძალვას გეგმავს

21/12/2021 06:26:25 მსოფლიო

გერმანია ახალი შეზღუდვების დაწესებას გეგმავს.

გერმანული მედიის ცნობით, კერძო შეკრებებზე 10-ზე მეტი პირის თავშეყრის აიკრძალება. შეზღუდვა 28 დეკემბრიდან ამოქმედდება და შეეხება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებს.

ახალი რეგულაცია 14 წლამდე ასაკის პირებზე არ იმოქმედებს.

ამასთან, რესტორნებში შესვლა კვლავ აკრძალული დარჩება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვაქცინაციის, ან ვირუსისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელ დოკუმენტს არ წარადგენენ.

ცნობისთვის: კორონავირუსის შტამი „ომიკრონი“ მსოფლიოს 80–ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში უკვე ცირკულირებს. ახალი ვარიანტის გავრცელების გამო ქვეყნების ნაწილმა, სამოგზაურო და სხვა სახის შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონ“ ვარიანტი „დელტა“ ვარიანტზე სწრაფად ვრცელდება. ჯანმო ქვეყნებს მოუწოდებს, ვაქცინაციისა და "ბუსტერ" დოზით აცრის პროცესი დააჩქარონ. მეცნიერები აცხადებენ, "ბუსტერი" ზრდის დაცვას საკმაოდ მაღალ დონეზე და კარგად მოქმედებს „ომიკრონის“ წინააღმდეგ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S