
ამინდის 20-23 დეკემბრის პროგნოზი
21/12/2021 05:30:07 საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან კი, ძლიერი ნალექი უმეტესად თოვლის სახით.
მისი ცნობით, 22-23 დეკემბერს იქროლებს ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ზღვაზე კი 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა დაფიქსირდება.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება.