Accentnews.ge
EMA-მ კოვიდ–საწინააღმდეგო, NOVOVAX-ის ვაქცინა დაამტკიცა

EMA-მ კოვიდ–საწინააღმდეგო, NOVOVAX-ის ვაქცინა დაამტკიცა

21/12/2021 05:26:01 მსოფლიო

ევროპული მედიკამენტების სააგენტომ (EMA) კოვიდ–საწინააღმდეგო NOVOVAX-ის ვაქცინა ევროკავშირში გამოყენებისთვის დაამტკიცა.

Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Moderna-სა და Jonson&Jonson-ის ვაქცინების შემდეგ ვაქცინა სახელად Nuvaxovid ევროკავშირში დამტკიცებული რიგით მე-5 ვაქცინაა. NOVOVAX-ის ვაქცინა უფრო ტრადიციული მეთოდით არის დამზადებული, მას არ სჭირდება ძალიან დაბალ ტემპერატურაზე შენახვა. მისი შექმნის ტექნოლოგია B ჰეპატიტისა და "ყივანახველას" ვაქცინის დამზადების ტექნოლოგიის მსგავსია.

ვაქცინა შეიცავს პათოგენის იზოლირებულ ფრაგმენტს, რომელიც ადამიანის ორგანიზმში იმუნური სისტემის რეაქციას იწვევს. სრულად ვაქცინირებისთვის Novovax-ის ორი დოზაა საჭირო, აცრა 3 კვირის ინტერვალით კეთდება.

ივნისში ჩატარებული კვლევების თანახმად, ვაქცინა 90.4%-ით ეფექტურია დაავადების წინააღმდეგ და 100%-ით იცავს დაავადებით გამოწვეულ გართულებებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S