"რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბურ სამხედრო ქმედებებს გეგმავს" – აშშ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს
20/12/2021 20:39:42 მსოფლიო
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოგზაურებისთვის რჩევები განაახლა, რომელშიც მოქალაქეებს აფრთხილებს, უკრაინაში ჩასვლისგან თავი შეიკავონ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეკომენდაცია უკრაინის საზღვართან რუსეთის მხრიდან გაზრდილ საფრთხეს უკავშირდება.
"რუსეთი აგრძელებს უკრაინის საზღვართან ძალების რაოდენობის გაზრდას. ამერიკელი მოქალაქეები საქმის კურსში უნდა იყვნენ იმის შესახებ, რომ რუსეთი გეგმავს მასშტაბურ სამხედრო ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ" - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ერთ თვეზე მეტია, უკრაინის საზღვართან 100 ათასზე მეტი რუსი სამხედროა მობილიზებული.
დასავლეთი მკაცრი საპასუხო ზომებით ემუქრება რუსეთს ახალი სამხედრო აგრესიის წამოწყების შემთხვევაში.


