
უკრაინის საკონსულო გენერალ კალანდაძის დაცვის საქმეში ერთვება
20/12/2021 18:16:16 საზოგადოება
გერმანიაში დაკავებული გენერლის, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის გიორგი კალანდაძის საქმეში უკრაინის საკონსულო ჩაერთო. მას უკრაინის მოქალაქეობა აქვს.ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერ ოლეგ ნიკოლენკოზე დაყრდნობით იუწყება.
„უკრაინის საელჩოს გერმანიაში ინფორმირებულია უკრაინის მოქალაქე გიორგი კალანდაძის ააეროპორტ ბერლინ-ბრანდენბურგში 19 დეკემბერს დაკავების შესახებ. უკრაინელი კონსულები უკვე იმყოფებიან კავშირში გერმანიის სამართალდამცველებთან უკრაინის მოქალაქის დაკავების მიზეზად და მისთვის საკონსულო დახმარების აღმოსაჩენად“, - განაცხადა ნიკოლენკომ.
კალანდაძის დაცვის საქმეში იურისტიც ჩაერთო.
კალანდაძე ბერლინის აეროპორტში 19 დეკემბერს დააკავეს.ის გერმანიიდან უკრაინაში მიფრინავდა.
კალანდაძემ საქართველო ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2012 წელს დატოვა. იგი ძირითადად ცხოვრობდა უკრაინაში, სადაც მუშაობდა ინსტრუქტორად და ხელმძღვანელობდა ცალკეული სამხედრო დანაყოფების მომზადებას.
მან უკრაინის მოქალაქეობა, 2019 წლის 20 დეკემბერს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით მიიღო.
2014 წელს კალანდაძე დაუსწრებლად საქართველოს მოქალაქე ელბერტ კობერიძის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთასა და წამებაში მონაწილეობაში წაუყენეს ბრალი.
გენერალური პროკურატურის თანახმად, საქართველოში კალანდაძე სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ბრალდებებით, რაც 12-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კალანდაძაზე საქართველოს სამართალდამცველ ორგანოებს ძებნა აქვთ გამოცხადებული.
ქართული მხარე გერმანულს გენერლის ექსტრადაციის შუამდგომლობით მიმართავს.