რუსეთში გარდაცვლილი იპოვეს დეპუტატი, რომელსაც ბატების უკანონოდ დახოცვას ედავებოდნენ
20/12/2021 12:11:31 მსოფლიო
მაგადანის საქალაქო საბჭოს დეპუტატი მმართველი პარტიდან ალექსანდრ კრამარენკო საკუთარ ოფისში გარდაცვლილი იპოვეს.
დეპუტატის ცხედარი 19 დეკემბერს გვიან ღამით აღმოაჩინეს.
წინასწარი მონაცემებით, საუბარია ცეცხლსასროლის იარაღით მიყენებულ სასიკვდილო ჭრილობაზე.
მიმდინარე წლის ივნისში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა კრამარენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა უკანონო ნადირობისთვის, რამაც გარემოს განსაკუთრებული ზარალი მიაყენა. ამის მიზეზი გახდა დახოცილი ბატების ფონზე მონადირის მიერ გადაღებული ფოტო წარწერით „ჩუკოტკა 2021“. გამომძიებლებმა ფოტოზე დაითვალეს 178 მკვდარი ფრინველი, ხოლო უკანონო ნადირობის შედეგად მიყენებული ზარალი, გამოძიების მხრიდან, 700 000 რუსულ რუბლად შეფასდა.
თავდაპირველად დეპუტატი ირწმუნებოდა, რომ ფოტოზე თავად არ იყო, ხოლო მოგვიანებით განაცხადა, რომ ფოტო რედაქტირებულია და მასზე მოკლული ბატები კი არა, მონადირეების კუთვნილი ბუმბულიანი ფიტულებია, გამოსახული.
სურათის გამოქვეყნების შემდეგ „ედინაია როსიამ“ ალექსანდრ კრამარენკოს პარტიის წევრობა შეუჩერა.


