Accentnews.ge
მოქალაქეთა ნაწილისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“–დოზა შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

მოქალაქეთა ნაწილისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“–დოზა შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

20/12/2021 11:28:56 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით მიმართავს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ორჯერ აცრილებისთვის „ბუსტერი“ (იგივე მესამე დოზა) აუცილებელი გახდეს.

მისი განმარტებით, „ომიკრონის“ შტამის წინააღმდეგ მთავარი აქტიური „ბუსტერიზაციაა“:

"ომიკრონთან დაკავშირებით მთავარი არის აქტიური ბუსტერიზაცია. ყველა ადამიანმა, ვინც ორჯერადად არის აცრილი, უნდა გაიკეთოს მესამე აცრაც, ანუ ბუსტერი, ეს აუცილებელი იქნება. ჩვენ შევალთ საკოორდინაციო საბჭოზე რეკომენდაციით, რომ ბუსტერი იყოს ყველასთვის, ვინც ორჯერ აცრილია, აუცილებელი", - თქვა გამყრელიძემ.

მისივე ცნობით, „ფაიზერისა“ და „სატრაზენას“ ვაქცინით აცრილებისთვის შესაძლოა, „ბუსტერის“ ინტერვალი შემცირდეს:

"ჩინურ ვაქცინებზე შეუძლიათ, 3-დან გაიკეთონ „ბუსტერი“, „ასტრაზენეკაზე“ და „ფაიზერზე“ – 5 თვის შემდეგ. დღეს გვქონდა მსჯელობა დაავადებათა კონტროლის ცენტრში, და ალბათ, დადგება საკითხი „ფაიზერზე“ და „ასტრაზენეკაზეც“ ბუსტერის პერიოდი ჩამოწიოს უფრო დაბლა 5 თვიდან. „ბუსტერიზაცია“ გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი ახალი შტამის წინააღმდეგ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S