Accentnews.ge
"ავიცრათ ერთმანეთისთვის" – აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად ერთვება კამპანიაში

"ავიცრათ ერთმანეთისთვის" – აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად ერთვება კამპანიაში

20/12/2021 11:20:23 საზოგადოება, რეკლამა

„აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უერთდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და აქტიურად ერთვება კამპანიაში #ავიცრათერთმანეთისთვის.

აფხაზეთის ჯანდაცვის თანამშრომლების 85% სრულად ვაქცინირებულია.

"მე ორივე დოზით ავიცერი „ფაიზერის“ საქართველოში შემოსვლისთანავე, ახლა კი ბუსტერ დოზის გაკეთების საშუალებაც მომეცა.

პანდემიის დასამარცხებლად ერთადერთი გზა ვაქცინაციაა, სწორედ ამიტომ მინდა, მოვუწოდო გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობასა და თითოეულ ადამიანს, რომ გამოვიჩინოთ სოციალური პასუხისმგებლობა და ავიცრათ ერთმანეთის სიცოცხლის გადასარჩენად.

#ავიცრათერთმანეთისთვის

#აფხაზეთისმთავრობა

#აფხაზეთისჯანდაცვა,“ - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლევან ჩაკვეტაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S