
დონალდ ტრამპმა გრენლანდიის მიყიდვაზე უარის გამო დანიაში ვიზიტი გააუქმა
21/08/2019 06:02:40 სხვა, მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გრენლანდიის მიყიდვაზე უარის გამო დანიაში ვიზიტი გააუქმა.
გასულ კვირას, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდიის ყიდვით არის დაინტერესებული. აშშ–ის ლიდერის სურვილს დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი მყისიერად გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს აბსურდია და იმედი გამოთქვა, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არ საუბრობდა.
დონალდ ტრამპი ოფიციალური ვიზიტით დანიაში 2-3 სექტემბერს უნდა ჩასულიყო.