Accentnews.ge
ისრაელმა საკუთარ მოქალაქეებს 10 ქვეყანაში ჩასვლა აუკრძალა

ისრაელმა საკუთარ მოქალაქეებს 10 ქვეყანაში ჩასვლა აუკრძალა

20/12/2021 09:53:35 მსოფლიო

ისრაელმა „ომიკრონის“ საფრთხის გამო საკუთარ მოქალაქეებს აშშ-ში, თურქეთში, გერმანიასა და კიდევ შვიდ ქვეყანაში ჩასვლა აუკრძალა. გადაწყვეტილება ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა აღნიშნულ ქვეყნებში კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის გამო მიიღო.

ე.წ. წითელ ნუსხაში ასევე დაამატეს ბელგია, უნგრეთი, იტალია, კანადა, პორტუგალია, შვეიცარია და მაროკო.

გადაწყვეტილება ძალაში 22 დეკემბრიდან შევა.

შეგახსენებთ, რომ 20 დეკემბრიდან ისრაელის მოქალაქეებს ეკრძალებათ ირლანდიაში, ესპანეთში, ნორვეგიაში, ფინეთში, საფრანგეთში, შვედეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მოგზაურობა. მანამდე, ე.წ. წითელ ნუსხაში შეიყვანეს აფრიკის 50 ქვეყანა, დიდი ბრიტანეთი და დანია. ამ ნუსხაში შეყვანილი ქვეყნებიდან ისრაელში დაბრუნებულ მოქალაქეებს იზოლაციაში გადასვლა მოუწევთ. ეს ეხება სრულად აცრილ პირებსაც.

„ომიკრონის“ შტამის გავრცელების საფრთხის გამო უცხოელების ისრაელში ჩასვლა ნოემბრიდან 29 დეკემბრამდე აკრძალულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S