ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტს მკვლელი უწოდა
20/12/2021 08:42:31 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტს მკვლელი უწოდა.
როგორც მან "ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა, სი ძინპინმა "კოვიდ-19"-ის გამო არა მხოლოდ ამერიკა, არამედ მთელი მსოფლიო გაანადგურა.
ტრამპი ამბობს, რომ პეკინმა მსოფლიოს ქვეყნებს კორონავირუსისგან მიყენებული ზარალი - 60 ტრილიონი დოლარი, რეპარაციების სახით უნდა აუნაზღაუროს.


