Accentnews.ge
რომის პაპმა ქალთა მიმართ ძალადობას „თითქმის სატანური“ უწოდა

რომის პაპმა ქალთა მიმართ ძალადობას „თითქმის სატანური“ უწოდა

20/12/2021 08:32:56 მსოფლიო

რომის პაპმა ქალთა მიმართ ოჯახური ძალადობა დაგმო და მას „თითქმის სატანური“ ცოდვა უწოდა.

რომის პაპმა საკუთარი წუხილი გამოთქვა, რომ რიგ ქვეყნებში ქალთა მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტები გახშირდა, განსაკუთრებით კი კოვიდპანდემიის პირობებში და ძალადობის მსხვერპლებს მოუწოდა, რომ არ დაკარგონ საკუთარი ღირსება.

გაერო-ს კვლევის მიხედვით, რომელიც 13 ქვეყანაში ჩატარდა, გამოკითხულ ქალთა უმეტესობა აცხადებს, რომ პანდემიის დაწყებიდან სხვადასხვა ფორმის ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. იტალიაში, პოლიციის მონაცემების მიხედვით, ყოველდღიურად ქალთა მიმართ ძალადობის 90 ფაქტი ფიქსირდება, რომელთაგან 62 პროცენტი ოჯახურ პირობებში ხდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S