Accentnews.ge
ოჯახი ეკონომისტ რამაზ გერლიანს ეძებს, მისი კვალი ავჭალის პოლიციასთან ქრება

ოჯახი ეკონომისტ რამაზ გერლიანს ეძებს, მისი კვალი ავჭალის პოლიციასთან ქრება

20/12/2021 08:03:37 საზოგადოება

ეკონომისტი რამაზ გერლიანი გაუჩინარდა. მას ოჯახის წევრები ეძებენ.

როგორც ეკონომისტის და ლენა გერლიანი ამბობს, მისი კვალი ავჭალის პოლიციასთან ქრება, სადაც მისი ავტომობილი დგას, თუმცა ავჭალის პოლიციაში დაზუსტებით ვერ ეუბნებიან, ავტომობილი მისმა ძმამ მიიყვანა პოლიციის შენობასთან თუ არა.

გაუჩინარებამდე, ეკონომიკური ტრანსპოფორმაციის ცენტრის პრეზიდენტი პოლიციელებს ტერორში ადანაშაულებდა.

მან „პოსტი“ სოციალურ ქსელში 19 დეკემბერს, 08:40 საათზე გამოაქვეყნა.

გერლიანის თქმით, სამართალდამცავებმა მისი ოჯახის წევრების დაშინება სცადეს.

„ფაქტია, რომ ამ „პოსტის“ შემდეგ გათიშა ტელეფონი და ვერ ვპოულობთ“,– აცხადებს გერლიანის ძმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S