
თბილისი და ორი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
20/12/2021 06:52:18 საზოგადოება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-ინფიცირების 1 296 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი დედაქალაქსა და ორ რეგიონზე მოდის. კერძოდ:
- თბილისში გამოვლენილია 600 შემთხვევა,
- აჭარა – 122,
- იმერეთი – 197,
- ქვემო ქართლი – 85,
- შიდა ქართლი – 56,
- გურია – 34,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 64,
- კახეთი – 71,
- მცხეთა-მთიანეთი – 31,
- სამცხე-ჯავახეთი – 31,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ხუთი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.89%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.93% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.39%.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 34 238 საიდანაც:
- 5 774 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 328, აჭარაში – 539, იმერეთში – 1 218.
- ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 430 პირი, მათ შორის, თბილისში – 576, აჭარაში – 125, იმერეთში – 432. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 314 პირი, მათგან თბილისში – 171, აჭარაში – 34, იმერეთში – 34.
- 1 071 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 679 – თბილისში, 257 – აჭარაში.
- 27 393 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
- საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 31 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 30, ხოლო აჭარაში – ერთი.
- სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მიმდინარე წლის 19 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 296 პირი.
- ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 340 ადამიანი.