Accentnews.ge
ლიეტუვა მზადაა, უკრაინას ლეტალური იარაღი გადასცეს

ლიეტუვა მზადაა, უკრაინას ლეტალური იარაღი გადასცეს

20/12/2021 06:31:54 მსოფლიო

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი არვიდას ანუშაუსკასი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მზადაა, ლეტალური საბრძოლო იარაღია გადასცეს უკრაინას, რომელიც რუსეთის მზარდი აგრესიის საფრთხის წინაშე იმყოფება.

„უკრაინას ყოველმხრივი დახმარება ესაჭიროება და ლიეტუვა მზად არის ამისათვის, მათ შორის ლეტალური იარაღის გადაცემისთვისაც“, - განაცხადა ანუშაუსკასმა 19 დეკემბერს რუკლეში ყოფნის დროს.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია, როდის და რა სახის საბრძოლო იარაღის გადაცემა აქვს უკრაინისათვის ლიეტუვას განზრახული:

„ახლა მე პირდაპირ არ ვისაუბრებ ამ საკითხზე, რომელიც მრავალმხრივ შეთანხმებას საჭიროებს, ვინაიდან მასში არა მხოლოდ დონორი და შეიარაღების მიმღები, არამედ სხვა, მწარმოებელი და მიმწოდებელი ქვეყნებიც უნდა იყვნენ ჩართულები“.

ლიეტუვის მზადყოფნაზე, რომ გადასცეს ლეტალური შეიარაღება უკრაინას, ანუშაუსკასმა კვირას, ლიეტუვაში სტუმრად მყოფ გერმანიის თავდაცვის მინისტრ, კრისტინა ლამბრეხტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

წინა დღით გერმანიის ახალმა თავდაცვის მინისტრმა, კრისტინა ლამბრეხტმა, განაცხადა, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გარემოცვის წევრებიც უნდა მოხვდნენ სანქციათა ახალ პაკეტში, რომელიც შესაძლოა ევროკავშირმა აამოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემთხვევაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S