Accentnews.ge
ოკუპანტების მიერ გატაცებული გელა გოჭოშვილი თავისუფალია

ოკუპანტების მიერ გატაცებული გელა გოჭოშვილი თავისუფალია

19/12/2021 10:35:21 საზოგადოება

ოკუპანტების მიერ 14 აგვისტოს გატაცებული გელა გოჭოშვილი თავისუფალია,– იუწყება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

გელა გოჭოშვილს ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთას ედავებოდნენ.

"უკანონო პატიმრობიდან საქართველოს მოქალაქის დაუყონებლივ გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მუდმივ რეჟიმში აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შეხვედრებზე. სისტემატურად გამოიყენებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მოქმედი ცხელი ხაზი.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აქტიურად იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავება არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

საოკუპაციო ხაზსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას".- აცხადებს სუს-ი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S