Accentnews.ge
"შეშფოთებული ვარ რუსეთის მიერ საქართველოში მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციით“

"შეშფოთებული ვარ რუსეთის მიერ საქართველოში მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციით“

20/08/2019 16:50:36 კონფლიქტები, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანი  სოფელ გუგუტიანტკარში მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესით  "შეშფოტებულია".

"შეშფოთებული ვარ რუსეთის მიერ საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციით. საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ევროკავშირი მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", – წერს ჰანი სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის: ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი 7 აგვისტოს დაიწყეს და რამდენიმე დღეში შეწყვიტეს. 15 აგვისტოდან კი მავთულხლართების მონტაჟი კვლავ გაგრძელდა.  ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც სამი ოჯახის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების (ორი ოჯახი) სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. 



ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S