აშშ–სა და NATO–ში რუსეთის წინადადებებს ეხმიანებიან გარანტიების თაობაზე
17/12/2021 17:02:37 მსოფლიო
თეთრი სახლის პრესსპიკერის ჯენ ფსაკის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა რუსეთის მიერ შეთავაზებული წინადადებები ნახა და მის ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მოლაპარაკებებს გამართავს.
ამასთან, მისი თქმით, ყველა ქვეყანას აქვს უფლება, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევისგან თავისუფლად:
„ევროპის უსაფრთხოებაზე მოლაპარაკებები ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების გარეშე არ იქნება.
ჩვენ არ დავთმობთ ძირითად პრინციპებს, რომლებზედაც აგებულია ევროპული უსაფრთხოება, მათ შორის, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკა, გარე ჩარევისგან თავისუფლად“.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „მოსკოვთან ნებისმიერი დიალოგი ასევე უნდა შეეხოს ნატოს შეშეფოთებას რუსეთის მოქმედებებს“ უკრაინის მახლობლად დიდძალი სამხედრო ძალის თავმოყრის კონტექსტში.
სტოლტენბერგმა დასძინა, რომ „ნატომ მკაფიოდ განაცხადა, რომ თუკი რუსეთი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს დაძაბულობის შესასუსტებლად, ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ნდობის შემუშავების ზომებზე“.
შეგახსენებთ, რომ კრემლის ლიდერმა იურიდიული გარანტიები გასულ კვირას მოითხოვა. მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ხელშეკრულებების ორი პროექტი, რომელიც ნატო-სა და აშშ-სგან უსაფრთხოების გარანტიებს ითვალისწინებს.
რუსეთის მიერ ჩამოთვლილი ვალდებულებების უდიდესი ნაწილი აშშ-ს ეხება. ნატო–სთან დაკავშირებით შეთანხმების პროექტში კი ძირიტადად საუბარია, ჩრდილოატლანტიკური კავშირის წევრთა ვალდებულებაზე, გამორიცხონ ნატო–ს გაფართოება. თავად რუსეთის რაიმე ცალმხრივ ვალდებულებებზე დოკუმენტებში საუბარი არ არის.


