
მათე ტაკიძე: "დღეს გამოსავალი-ვაქცინაციაა"
17/12/2021 13:26:43 საზოგადოება
„ავიცრათ ერთმანეთისთვის“, - ამ კამპანიას უამრავი ადამიანი უკვე შეუერთდება. დღითიდღე იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც უკვე აცრილები არიან და სხვებსაც ურჩევენ ამ ნაბიჯის გადადგმას, რომ როგორმე ამ გზით ვიხსნათ ადამიანების სიცოცხლე და საბოლოოდ გაწყდეს ინფიცირების ჯაჭვი ჩვენს ქვეყანაში. კამპანიაში ჩაერთნენკოლეჯ „სპექტრის“ სტუდენტები და პროფესორ- მასწავლებლები. „ჩვენ შევუერდითამ მნიშვნელოვან კამპანიას და პოზიცია არის ღია -ვაქცინაციის პროცესი უნდა დაჩქარდეს საქართველოში. კარგად მესმის, ადამიანებს აქვთ თავისუფალი ნება, ვიღაცას უნდა ვაქცინაცია და ვიღაცას - არა, მაგრამ ვინც ორჭოფობს, იმათ ვეტყვი, რეალობა ხომ სახეზეა. მეცნიერების მიერ დამტკიცებულისტატისტიკა სახეზეა და ზუსტად ვიცით, რომ ამ ვითარებაში,ნებისმიერ შემთხვევაში, აცრა არის უმნიშვნელოვანესი. აცრა იცავს ნებისმიერი ადამიანების სიცოცხლეს,შესაბამისად,ვაქცინირებულები ვიცავთ ერთმანეთს, ვიცავთ სხვების სიცოცხლეს. ვფიქრობ, უნდა მოვახერხოთ როგორც ახალგაზრდა თაობის, ისე ყველა ადამიანის ჩართულობა ამ პროცესში,განსაკუთრებით უნდა ვიხსნათ ის ადამიანები, რომელთა სიცოცხლეც, პანდემიის გამო, რისკის ქვეშ არის. ეს უმნიშვნელოვანესია, მითუმეტეს ახლა, როცა მთელი მსოფლიო ახალი ტალღის მოლოდინშია და ჩნდება ახალი შტამები. ამ ვითარებიდან გამოსავალია - როგორმე შევაჩეროთლეტალობის რისკი, ამიტომ ვაქცინაციაუფრო მეტადუნდა დაჩქარდეს, მეტი ადამიანის ჩართულობაა საჭირო, მაქსიმალურად უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას მართებული ინფორმაცია, დეტალური ანალიზი, რომ ირწმუნონ,რამდენად მნიშნელოვანია ვაქცინაცია.
ჩვენი, ზოგადად, ჩვენი კოლეჯის სტუდენტების, პედაგოგების დამოკიდებულება საკითხისადმი ასეთია:მოვუწოდოთ გარშემომყოფებს -ავიცრათ ერთმანეთისთვის. ვფიქრობ,ეს კამპანია ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ უფრო მეტმოქალაქეს მოვუწოდებ, ჩაერთოს ამ პროცესში.
მე აცრილი ვარ, ახალი დაწყებული იყო ვაქცინაცია, რომ ავიცერი და პირადადმე ვარ იმის მაგალითი, როგორ დამიცვა ვაქცინაციამ. მრავალჯერ მომიწია კოვიდინფიცირებულებთან შეხება და სწორედ ვაქცინაციამ გადამარჩინა. ძალიან ახლო კონტაქტშიც ვყოფილვარ, ვიტესტებოდი და არ ვიყავი კოვიდინფიცირებული. ამიტომ დაცულობა ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩვენი კოლეჯის პროფესორ- მასწავლებლების 80 პროცენტზე მეტი აცრილია. ჩვენ ვართ აუდიტორიებში და ჩვეულებრივად მიმდინარეობსსწავლის პროცესი. ყოველდღიურად ასეულობით ადამიანთან გვიწევსურთიერთობა, ამიტომ ვაქცინაცია მნიშვნელოვანია.
ჩვენ ადგილზე შევქმენით ტექსტირების ცენტრი, რათა სხვაგან სირბილი არ დაგვჭირდეს და კვირაში ერთხელ ტესტირებასვუტარებთ ყველას, მათ შორის -აცრილებსაც - როგორც სტუდენტებს, ასევე პროფესორ-მასწავლებლებს, რათა დავრწმუნდეთ,რომ უსაფრთხოები არიან.
ძალიანმნიშვნელოვანია, ერთმანეთის მოფრთხილება ვისწავლოთ, ვისწავლოთ პანდემიასთან ერთად თანაცხოვრება. საამისოდ კი მთავარია, რაც შეიძლება მეტი ვაქცინირებული ადამიანი იყოს ჩვენ გვერდით. მილიონი ადამიანი ორი დოზით აცრილია, ეს ძალიან ცოტაა და საკმაოდ ბევრს სჭირდება ვაქცინირება“, -ამბობს კოლეჯ„სპექტრის“ დირექტორიმათე ტაკიძე.
მისი თქმით, მის ირგვლივ ბევრი ისეთი ადამიანია, რომლებიც კოვიდის გადატანის შემდეგ სასწრაფოდ აიცრნენ:
„სწორი ინფორმაციის მიწოდების შემდეგ ჩემს ნაცნობებს მიუღიათ აცრის გადაწყვეტილება და ვაქცინა გაუკეთებიათ. მქონია ასეთი შემთხვევაც,როდესაც ამ თემასთან დაკავშირებით გვიმსჯელია და არ შეუცვლიათ აზრი, სკეპტიკურად ყოფილან განწყობილნი... მერე რამდენიმე მათგანს კოვიდი დაუდასტურდა და ისე მძიმედ გადაიტანეს, მთავარი იყო, გადარჩენილიყვნენ, თორემ იმავე წუთას მზად იყვნენასაცრელად. როგორც კი გამოძვრნენ ამ რისკისგან და გადარჩნენ, ყველა მათგანი, პირველი შესაძლებლობისთანავე, ორჯერ აიცრა, რადგან თვითონვე დაინახეს ამის საჭიროება.
ამ რისკზე წასვლა არ ღირს, რადგან უამრავი აუცრელი ადამიანის სიცოცხლე, სამწუხაროდ, ვერ გადაარჩინეს ექიმებმა. დღეს გამოსავალი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არის ვაქცინაცია. წამალზე მთელი მსოფლიო მუშაობს და მომავალში შეიძლება გაცილებით ძლიერი ვაქცინებიც შემოვიდეს, რომ აღარ გახდეს საჭირო ორჯერ აცრა და „ბუსტერი“, რადგან მეცნიერება ვითარდება და მეცნიერები უფრო მეტად სწავლობენ. ბრძოლის მექანიზმებიც შეიმუშავეს. ვფიქრობ, თუ გვინდა ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში გაგრძელება, ისე, როგორც ვცხოვრობდით3 წლის წინ, და რომ ქვეყანა არ გაჩერდეს, ეკონომიკა იყოს ძლიერი, განათლების სისტემა - გამართული და კომპანიებს ჰქონდეთ ბიზნესის განვითარების საშუალება, გვაქვს ერთადერთი გამოსავალი, რომ მოხდეს მაქსიმალური დაცულობა კოვიდისგან.
უნდა დავანახოთ ადამიანებს, რომ სწორი გზა - რეგულაციების დაცვა, პირბადის სწორად გაკეთებადა ვაქცინაცია“,- ამბობს მათე ტაკიძე. მისი თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარება, რადგან ეს არის ჩვენი ძლიერი მხარე ეკონომიკის გასაძლიერებლად. ამიტომ ტურისტების მოსაზიდადაც მნიშვნელოვანია, ჩვენს ქვეყანას უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი ჰქონდეს.
„ტურისტებს ძალიან აინტერესებთ ჩვენი ქვეყანა. ისინი არ შემოვლენ, თუ არ ეცოდინებათ, რომ ჩვენი ქვეყანა მათთვის უსაფრთხოა. ამიტომ ყველაფერი გასათვალისწინებელია. ჩვენ ამ თემებზეც უნდა ვესაუბროთ ადამიანებს, სხვანაირად წარმოუდგენელი იქნება.
რომელიმე რგოლის ჩავარდნა იწვევს მთელი ქვეყნის ეკონომიკის დასუსტებას,რისი სურვილიც არავის არ უნდა ჰქონდეს. ამიტომ ვთხოვ ჩვენს საზოგადოებას, სკეპტიკური დამოკიდებულების მიუხედავად, მიიღონ აცრის გადაწყვეტილება. ეს ნიშნავსმათი, მათი შვილების, ნათესავების, უფროსი თაობის და, ზოგადად, საზოგადოების, უპირველესად, ადამიანის სიცოცხლის დაცულობას. ყველა კვლევის შედეგი ღიაა, ღიაა სტატისტიკა, რომელიც გამოქვეყნებულიამსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ უცხოურ საიტებზე და ყველგან აღნიშნულია, რომ როცა აცრილი ხარ, დაცულობის მაჩვენებელი 99 პროცენტზე მეტია, ამიტომ ავიცრათ ერთმანეთისთვის“,- ამბობს მათე ტაკიძე.