Accentnews.ge
"რამდენიმე საეჭვო შემთხვევა შევისწავლეთ, მაგრამ „ომიკრონის“ შტამი არ დადასტურდა"

"რამდენიმე საეჭვო შემთხვევა შევისწავლეთ, მაგრამ „ომიკრონის“ შტამი არ დადასტურდა"

17/12/2021 07:06:22 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამით „ომიკრონით” ინფიცირების შემთხვევა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის.

„რამდენიმე შემთხვევა ჩაითვალა საეჭვოდ. შევისწავლეთ, მაგრამ არ დადასტურდა”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი "ომიკრონის" ათზე მეტ საეჭვო შემთხვევას იკვლევდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, ვაქცინაციისა და "ბუსტერ" დოზით აცრის პროცესი დააჩქარონ. მეცნიერები აცხადებენ, "ბუსტერი" ზრდის დაცვას საკმაოდ მაღალ დონეზე და კარგად მოქმედებს „ომიკრონის“ წინააღმდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S