Accentnews.ge
თბილისი და 4 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და 4 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

17/12/2021 06:49:43 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 2979 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 53 ადამიანი, 3470 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

  • ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 47 937 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 881 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 056 PCR ტესტით.
  • დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.21%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.26% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.76%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 979 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 325 შემთხვევა,
  • აჭარა - 229,
  • იმერეთი - 493,
  • ქვემო ქართლი - 135,
  • შიდა ქართლი - 207,
  • გურია - 109,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 184,
  • კახეთი - 137,
  • მცხეთა-მთიანეთი - 81,
  • სამცხე-ჯავახეთი - 59,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -20.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 38 624 საიდანაც: 5 798 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 317, აჭარაში - 497, იმერეთში - 1 236. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 447 პირი, მათ შორის, თბილისში - 577, აჭარაში - 118, იმერეთში - 437. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 319 პირი, მათგან თბილისში - 172 აჭარაში - 30, იმერეთში - 32. 1 107 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 692 - თბილისში, 263 - აჭარაში. 31 719 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 40 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 39, ხოლო აჭარაში - 1.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 16 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 240 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S