Accentnews.ge
სოფლებში ინტერნეტის შესაყვანად ევროკავშირი საქართველოს 34 მლნ ევროს გამოუყოფს

სოფლებში ინტერნეტის შესაყვანად ევროკავშირი საქართველოს 34 მლნ ევროს გამოუყოფს

17/12/2021 05:04:51 პოლიტიკა, საზოგადოება

ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს სოფლების ინტერნეტით დასაფარად 34 მილიონ ევროს გამოყოფენ. ინვესტიციის განხორციელების შემდეგ, 1 000 სოფელში დაახლოებით 500 000 ადამიანი სწრაფი, საიმედო და ხელმისაწვდომი ინტერნეტით შეძლებს სარგებლობას.

ევროკავშირი იმედოვნებს, რომ ეს ასევე ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას.

ინვესტიცია დააფინანსებს 5000 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის ინსტალაციას და უზრუნველყოფს ღია დაშვების ინფრასტრუქტურის დანერგვას საქართველოს საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებისთვის მათ მიერ სწრაფი ინტერნეტის სერვისების უზრუნველსაყოფად.

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ეს მნიშვნელოვანი წვლილია საქართველოს მოდერნიზაციის, ეკონომიკური განვითარებისა და აღდგენის საქმეში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S