Accentnews.ge
დღეიდან საქართველოში ღამის კლუბები იხსნება

დღეიდან საქართველოში ღამის კლუბები იხსნება

17/12/2021 05:50:33 საზოგადოება

დღეიდან თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში ღამის კლუბები იხსნება.

ელექტრონული მუსიკის სივრცეებს პანდემიის გამო გარკვეული რეგულაციების დაცვა მოუწევთ. საკლუბო ღამეებზე დასწრება შეეძლებათ მხოლოდ მწვანე სტატუსის მქონე პირებს:

  • სრულად ვაქცინირებულ პირებს (მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ)
  • ბოლო 6 თვის მანძილზე კოვიდგადატანილ პირებს
  • ზოგიერთ შემთხვევაში მოქმედებს ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხიც, თუმცა "სწრაფი" ტესტის პასუხით ვერცერთ კლუბში შესვლას ვერ შეძლებთ.

ახალი რეგულაციების თანახმად, სტუმრების დასწრება 50% შეზღუდულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S