Accentnews.ge
სინოპტიკოსები ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვნად კლებას პროგნოზირებენ

სინოპტიკოსები ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვნად კლებას პროგნოზირებენ

16/12/2021 14:07:35 საზოგადოება

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17-19 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, მაღალ მთაში მოთოვს.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +8, +13 გრადუსამდე დაიკლებს.

20 დეკემბერს შედარებით გამოიდარებს და დათბება, ხოლო 21 დეკემბრიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი. თბილისში 17-19 დეკემბერს დღის საათებში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსის ფარგლებში იქნება. 21 დეკემბრიდან დედაქალაქშიც აცივდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S