Accentnews.ge
ადვოკატი: "სააკაშვილი ეჭვების გასაქარწყლებლად მზადაა პალატაში მიიღოს ჟურნალისტები"

ადვოკატი: "სააკაშვილი ეჭვების გასაქარწყლებლად მზადაა პალატაში მიიღოს ჟურნალისტები"

16/12/2021 12:12:47 საზოგადოება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი კიდევ უფრო დასუსტდა.

მისი თქმით, სააკაშვილი მზადაა, ეჭვების გამოსარიცხად გორის ჰოსპიტალში, შესაძლებლობის შემთხვევაში, განუსაზღვრელი რაოდენობის ჟურნალისტები მიიღოს.

"დღეს მიხეილ სააკაშვილი არის მზად, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი რაოდენობის ჟურნალისტები მიიღოს პალატაში საჯაროდ, კამერების თანდასწრებით, რათა ეჭვი გაქრეს მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, თითქოს რაღაც მისტიკური ინსიმულაციები(ადვოკატის თანახმად, იგულისხმება ინსინუაციები) ხდება და საზოგადოებამ, ჟურნალისტებმა იხილოთ მისი მდგომარეობა", - თქვა თუთბერიძემ.

სააკაშვილი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის შემდეგი მკურნალობისთვის ის გლდანის პენიტენციური დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S