Accentnews.ge
მთავრობას 17 მაისის საქმეზე დაზარალებულებისთვის 193 500 ევროს გადახდა მოუწევს

მთავრობას 17 მაისის საქმეზე დაზარალებულებისთვის 193 500 ევროს გადახდა მოუწევს

16/12/2021 11:44:34 საზოგადოება

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს 2013 წლის 17 მაისის საქმეზე დაზარალებულთათვის 193 500 ევროს გადახდა დააკისრა.

სტრასბურგის სასამართლო ადამიანის უფლებათა კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევა დაადგინა. კერძოდ:

  • მე-3 მუხლის (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა),
  • მე- 14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა),
  • მე-11 მუხლის (შეკრების აკრძალვა) მე -14 მუხლთან ერთად.

სასამართლომ დაადგინა, რომ ამ მუხლების დარღვევაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება, რომელმაც ვერ დაიცვა მშვიდობიანი დემონსტრანტები ჰომოფობიური და ტრანსფობიური ჯგუფებისგან და ასევე ვერ უზრუნველყო ადეკვატური გამოძიება.

დაზარალებულები არიან 35 მოქალაქე და ორი არასამთავრობო ორგანიზაცია (ქალთა ინიციატივის მხარდამჭერი ჯგუფი და იდენტობა).

სასამართლოს პრეს–რელიზში ნათქვამია, რომ 2013 წლის აპრილ-მაისში, დაზარალებულებმა მიმართეს მთავრობას, რომ დაეცვა ისინი რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომ აღენიშნათ, ჰომოფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღე 17 მაისს რუსთაველის გამზირზე, თბილისში და ჩაეტარებინათ ჩუმი "ფლეშ-მობი". რაზეც, პრეს რელიზის თანახმად, მთავრობამ მათ უსაფრთხოება აღუთქვა, თუმცა შესთავაზა დემონსტრაციის გადატანა პუშკინის გამზირზე, რათა პირდაპირი შეჯახება მოსალოდნელ 10 000 მოწინააღმდეგე დემონსტრანტთან აერიდებინათ.

"2013 წლის 17 მაისს, პუშკინის გამზირზე მისულ 12 აქციის მონაწილეს დახვდა 35000-40 000 მოწინააღმდეგე დემონსტრანტი. ჯგუფი, რომელიც აქციის მონაწილეებისგან პოლიციის კორდონით იყო გამოყოფილი იმუქრებოდა სიკვდილით და სკანდირებდა ჰომოფობიურ შეურაცმხყოფელ სიტყვებს." - ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს პრეს რელიზში.

სტრასბურგის სასამართლოს თანახმად, ათასობით დემონსტრანტი 12 ადამიანს ხისა და რკინის ჯოხებით გამოეკიდა, შემდეგ კი მათ ავტობუსებს ქვები დაუშინა. მოგვიანებით ერთერთ აქციის მონაწილეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რომელიც სავაჭრო ობიექტს შეეფარა და თავდასხმის თავიდან აცილების მიზნით პოლიციამ, პოლიციის მსგავსად გადაცმული გამოიყვანა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S