
კალაძე: "2022 წლის პირველ კვარტალში ყვითელი მიკროავტობუსები სრულად ჩანაცვლდება"
16/12/2021 09:03:11 საზოგადოება
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში ყვითელი მიკროავტობუსები სრულად ჩანაცვლდება ახალი ტრანპსორტით. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
“2021 წლის ბოლომდე ე.წ. მარშუტკები მთლიანად შემოყვანილი იქნება და მომავალი წლის პირველ კვარტალში ჩანაცვლდება ყველა ყვითელი მიკროავტობუსი და არც ერთი არ იმოძრავებს დედაქალაქში. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაანხლებული და მოწესრიგებული იქნება”, – განაცხადა კალაძემ.