საბერძნეთი ქვეყანაში შესვლის წესებს ამკაცრებს
16/12/2021 09:15:57 მსოფლიო
ათენი კორონავირუსის ახალი შტამის "ომიკრონი" გავრცელების შეჩერების მიზნით ქვეყანაში შესვლის წესებს ამკაცრებს.
საბერძნეთში შესვლის ნებართვა მხოლოდ იმ მოგზაურებს ექნებათ, რომლებიც ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული „პისიარ“ ტესტის უარყოფით პასუხს წარადგენენ. აღნიშნული წესი ძალაში 19 დეკემბრიდან შედის.
ქვეყანაში ამ დროისთვის "ომიკრონით" ინფიცირების 10 შემთხვევაა დადასტურებული.
საბერძნეთში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ–ინფიცირების 1 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 19 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყანაში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად აცრილი მოსახლეობის 19.09%–ია.


