Accentnews.ge
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთში ნახევარ ტონაზე მეტი ხორცი დალუქა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთში ნახევარ ტონაზე მეტი ხორცი დალუქა

16/12/2021 08:34:01 საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტომ კახეთში ნახევარ ტონაზე მეტი, 515 კგ გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი დალუქა.

ინსპექტორებმა თელავსა და სიღნაღში ხორცის სარეალიზაციო 35 ობიექტი შეამოწმეს.

"14 ობიექტში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორები (ინდმეწარმე) დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი, ხოლო 4 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონისა და ვადაგასული ხორცის რეალიზაციის გამო. შემოწმებისას, აგრეთვე, გამოვლინდა და, შემდგომი განადგურების მიზნით, დაილუქა ნახევარ ტონაზე მეტი (515 კგ.) გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მომხმარებელს დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეუძლია "ცხელ ხაზზე" - 1501.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S