
თბილისი და 3 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
16/12/2021 07:33:03 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 3 123 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 39 ადამიანი, 4 215 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
- ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 48 898 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 214 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 684 PCR ტესტით.
- დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.34%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.39% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.86%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 123 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 1 430 შემთხვევა,
- აჭარა - 243,
- იმერეთი - 481,
- ქვემო ქართლი - 115,
- შიდა ქართლი - 211,
- გურია - 88,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 214,
- კახეთი - 160,
- მცხეთა-მთიანეთი - 96,
- სამცხე-ჯავახეთი - 68,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -17.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 39 168 საიდანაც: 5 882 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 325, აჭარაში - 514, იმერეთში - 1 253. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 476 პირი, მათ შორის, თბილისში - 589, აჭარაში - 119, იმერეთში - 442. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 325 პირი, მათგან თბილისში - 168, აჭარაში - 36, იმერეთში - 33. 1 137 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 724 - თბილისში, 256 - აჭარაში. 32 149 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 32, ხოლო აჭარაში - 1.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 15 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 371 ადამიანი.