რუსეთის ჰოკეის ნაკრებს კანადასთან მატჩის დროს ფორმაზე სსრკ ეწერა
16/12/2021 06:52:45 მსოფლიო
რუსეთის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა ოფიციალური მატჩი ახალი ფორმით ითამაშა, რომელსაც მკერდზე წარწერა სსრკ (СССР) ჰქონდა. კანადის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მატჩი 15 დეკემბერს პირველი არხის თასის ტურნირის ფარგლებში შედგა.
რუსეთის ჰოკეის ფედერაციის ინფორმაციით, ახალი სამოსი იმ ფორმის საფუძველზე შეიქმნა, რომლითაც 1956 წელს ოლიმპიურ თამაშებში პირველად გაიმარჯვეს.


