
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 3 123 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 39 ადამიანი
16/12/2021 06:48:35 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 3 123 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 39 ადამიანი, 4 215 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 48 898 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 214 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 684 PCR ტესტით.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.34%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.39% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.86%.