ჯანმო სამხრეთ სუდანში დაუდგენელი დაავადებისგან 89 ადამიანის გარდაცვალებას იძიებს
15/12/2021 17:36:40 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სწრაფი რეაგირების ჯგუფი მიავლინა სამხრეთ სუდანში, სადაც დაუდგენელი დაავადებისგან უკვე 89 ადამიანი გარდაიცვალა, - იუწყება BBC.
სიკვდილიანობის რაიონში აღებულმა პირველადმა სინჯებმა გააბათილა მედიკოსების თავდაპირველი ვარაუდი ქოლერის შესახებ.
ჯანმო-ს ექსპერტებმა გამოძიება უნდა ჩაატარონ და დაავადების გავრცელების რისკები შეაფასონ.
ყველა გარდაცვლილი სუდანის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე შტატ ჯონგლეის მცხოვრები იყო, რომელიც ამასწინანდელი - ბოლო 60 წლის განმავლობაში უძლიერესი წყალდიდობის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა.
ცნობისთვის: მიმდინარე წლის მაისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად ნახევარ მილიონამდე ადამიანი დაზარალდა და იძულებული გახდა, სახლები დაეტოვებინა.


