Accentnews.ge
მედია – უკრაინის გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე ევროკავშირში  უთანხმოებაა

მედია – უკრაინის გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე ევროკავშირში უთანხმოებაა

15/12/2021 13:47:19 მსოფლიო

ევროკავშირში უკრაინის გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უთანხმოებაა, – იუწყება Bloomberg

გამოცემის ცნობით, გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი მიიჩნევენ, რომ აუცილებელია მოსკოვთან მოლაპარაკებების წარმოება და არა სერიოზული ეკონომიკური შეზღუდვების თაობაზე მისი გაფრთხილება.

ნიდერლანდის, აღმოსავლეთ ევროპისა და სკანდინავიის ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლებმა, პირიქით, ევროპის კომისიას სთხოვეს, მათთან მოილაპარაკონ სავარაუდო სანქციების შესახებ. შეზღუდვების მომხრეები აცხადებენ, რომ სანქციების საჯარო მხარდაჭერა შეაკავებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

ევროპის კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 15 დეკემბერს განაცხადა, რომ ბრიუსელი მზადაა, უპრეცედენტო ზომებს მიმართოს მოსკოვის მხრიდან კიევის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში.

აშშ რუსეთს მკაცრი ეკონომიკური ზომებით ემუქრება, თუ მოსკოვი უკრაინაში შეიჭრება.

აშშ და დასავლეთის ქვეყნები მიიჩნევენ, რომ რუსეთი შესაძლოა, უკრაინაზე თავდასხმას ამზადებდეს და ამიტომ მოუყარა თავი უკრაინის საზღვართან თავის 100 000-მდე სამხედროს. რუსეთი უარყოფს ყველა ცნობას უკრაინის ტერიტორიაზე მისი ჯარების შესაძლო შეჭრის თაობაზე. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, მოსკოვს თავდაცვითი პოზიცია უკავია და ეშინია, რომ კიევი მეტისმეტად უახლოვდება ნატო–ს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S