Accentnews.ge
თბილისი და 3 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და 3 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

15/12/2021 06:59:22 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 3 278 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 53 ადამიანი, 3 890 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

  • ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 585 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 630 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 955 PCR ტესტით.
  • დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.48%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.46% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.96%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 278 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 444 შემთხვევა,
  • აჭარა - 189,
  • იმერეთი - 472,
  • ქვემო ქართლი - 175,
  • შიდა ქართლი - 286,
  • გურია - 81,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 231,
  • კახეთი - 188,
  • მცხეთა-მთიანეთი - 86,
  • სამცხე-ჯავახეთი - 103,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -23.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 299 საიდანაც: 5 887 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 336, აჭარაში - 509, იმერეთში - 1 240. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 472 პირი, მათ შორის, თბილისში - 592, აჭარაში - 124, იმერეთში - 443. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 323 პირი, მათგან თბილისში - 170, აჭარაში - 38, იმერეთში - 32. 1 144 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 731 - თბილისში, 261 - აჭარაში. 33 268 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 32, ხოლო აჭარაში - 1.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 14 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 404 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S