Accentnews.ge
"ომიკრონი" შესაძლოა, საქართველოში უკვე ცირკულირებდეს, ვაქცინაცია უნდა გააქტიურდეს"

"ომიკრონი" შესაძლოა, საქართველოში უკვე ცირკულირებდეს, ვაქცინაცია უნდა გააქტიურდეს"

15/12/2021 06:52:14 საზოგადოება

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი" შესაძლოა, საქართველოში უკვე ცირკულირებდეს.

მისი თქმით, რაც შეიძლება, უფრო უნდა გააქტიურდეს ვაქცინაცია.

"როდესაც ვლაპარაკობთ დაფიქსირდება თუ არა "ომიკრონი" საქართველოში, ალბათ, დაფიქსირდება და სავარაუდოდ, ეს იქნება დეკემბრის თვეში. შესაძლებელია უკვე იყოს კიდეც ქვეყანაში. საფრთხეები გამომდინარეობს გავრცელების სისწრაფიდან. "ომიკრონის" წინააღმდეგ ეფექტურია ბუსტერ დოზა", -განაცხადა ჩხაიძემ.

სადღეისოდ „ომიკრონის“ შემთხვევები 77 ქვეყანაში დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, ვაქცინაციისა და "ბუსტერ" დოზით აცრის პროცესი დააჩქარონ. მეცნიერები აცხადებენ, "ბუსტერი" ზრდის დაცვას საკმაოდ მაღალ დონეზე და კარგად მოქმედებს „ომიკრონის“ წინააღმდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S