პუტინმა და მაკრონმა, მათ შორის უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს
15/12/2021 06:22:53 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და საფრანგეთის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა, მათ შორის უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.
ელისეის სასახლის პრესსამსახურის ცნობით, ლიდერებმა ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე არსებული ვითარება, უკრაინასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია და მთიან ყარაბაღში კონფლიქტის მოგვარების გზებზე ისაუბრეს.
ამასთან, პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ განხილულ საკითხებზე მიმდინარე წლის ბოლომდე კვლავ ისაუბრებენ.


