Accentnews.ge
ევროკავშირი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში მხარდასაჭერად ექსპერტთა სპეციალურ მისიას ქმნის

ევროკავშირი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში მხარდასაჭერად ექსპერტთა სპეციალურ მისიას ქმნის

15/12/2021 06:15:28 მსოფლიო

ევროკავშირი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში მხარდასაჭერად ექსპერტთა სპეციალურ მისიას ქმნის. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან, ილჰამ ალიევთან და ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მისია ორივე მხარეს ტექნიკურ დახმარებას გაუწევს.

ამასთან, შეხვედრაზე შარლ მიშელმა ერევანსა და ბაქოს სიტუაციის განმუხტვისკენ მოუწოდა.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა მიშელმა ხაზი გაუსვა საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის აღდგენის მნიშვნელობას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და ზოგადად, სამხრეთ კავკასიაში, ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის სრული პატივისცემით.

„შეთანხმდნენ, რომ ურთიერთგაგების პრინციპზე დაყრდნობით გაგრძელდეს სარკინიგზო ხაზების აღდგენა, სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის შესაბამისი ღონისძიებები. ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს კავშირების განვითარებას, მისი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის შესაბამისად",- აღნიშნულია განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S